პროექტი "საბავშვო არქეოლოგია".

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით სკოლის მოსწავლეებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა შეიქმნა, რომელიც ბავშვების არქეოლოგიის სამყაროსთან ზიარებას ემსახურება.

აღნიშნულმა სააგენტომ და ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციამ ერთობლივი გეგმა შეიმუშავეს და ამ საქმეში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სკოლა ჩართეს.

მცხეთაში, სამთავროს ველზე, სპეციალურად ბავშვებისათვის მოწყობილ სასწავლო მოედანზე მოსწავლეები მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლების დახმარებით, ისეთ უნიკალურ ნივთებს „პოულობენ“, როგორიცაა ბრინჯაოს ხანის „საბრძოლო იარაღი“, ანტიკური ხანის „ვერცხლის ჭურჭელი, იშვიათი მონეტები, ძვირფასი“ სამკაულები და სხვა.

ბავშვები „აღმოჩენილ“ ნივთებს ზომავენ, წონიან, ჩანახატებს აკეთებენ და მონაცემები სპეციალურ საველე დღიურებში შეაქვთ. ბოლოს, ზოგიერთ ნივთს იქვე მოწყობილ სარესტავრაციო სახელოსნოში საკუთრი ხელით აწებებენ და აღადგენენ.

ორსაათიანი თავდადებული და ხალისიანი გათხრების შემდეგ თითოეული მოსწავლე, საზეიმო ვითარებაში, ნორჩი არქეოლოგის დამადასტურებელ სერტიფიკატს ღებულობს.

პროექტ „საბავშვო არქეოლოგია“-ში მონაწილეობის მსურველი პედაგოგები
დაგვიკავშირდით მისამართზე: info@imsa.ge
საკონტაქტო პირი: მანანა შეყილაძე, 599-201-595

eng | rus


 
All rights reserved. GAHE. 2018