პროექტი "ისტორიის კაბინეტების გახსნა სკოლებში".

სოფელი ებნისი. დუშეთის რაიონი. 2010 წლის 15 ნოემბერი.

2010 წლის 15 ნოემბერს ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია დუშეთის რაიონის სოფელ ებნისს ეწვია.

ებნისისა და მისი მეზობელი სოფლის, ჭილურტის სკოლებს ასოციაციამ საჩუქრად გადასცა საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სასწავლო რუკები, ატლასები, კონტურული რუკები და სხვადასხვა შინაარსის თვალსაჩინოება.

ამით საფუძველი ჩაეყარა აღნიშნულ სკოლებში ისტორიის სასწავლო კაბინეტების გახსნას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ებნისის სკოლის პედაგოგები: სონიკო ოქროპირიძე, ლია ხოსროშვილი, ზურაბ ოქროპირიძე, თეონა ჯარიაშვილი, ეთერ ახალაშვილი, მზია ოქროპირიძე, ასევე მჭადიჯვრის სკოლის დირექტორი მზია ძაგანიშვილი და ისტორიკოსი ციალა ყარმაზანაშვილი.

eng | rus


 
All rights reserved. GAHE. 2018